2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. გაესინჯეთ ექიმს და ნუ დაუმალავთ სიმპტომებს.

კურო

დღეს გარშემო მყოფებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. მარტო ვერაფერს გახდებით. კარგი დღეა გულახდილი საუბრისთვის შვილთან. ოჯახის წევრებთან ერთად გადაანაწილეთ საოჯახო ხარჯი.

ტყუპი
წვრილ-წვრილი საქმეების მოგვარებას მაქსიმალური დრო უნდა დაუთმოთ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები (ფურცლებიც და ელექტრონული ვერსიაც). დღეს უმჯობესია შინიდან იმუშაოთ. კარგი დღეა თარგმნის, მიმოწერისა და სწავლისთვის.

კირჩხიბი
დღეს საკუთარი თავის, შვილებისა და მეუღლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია მივლინება, საქმიანი შეხვედრები. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იურისტ და პედაგოგ ნიშნებს.

ლომი
კარგად აწონ-დაწონეთ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რაიმეს შეიძენდეთ. იყავით მეტად ცივსისხლიანი და დაკვირვებული დეტალებთან მუშაობისას. განსაკუთრებით, თუ საქმე პროფესიას, ბიზნესს, ოჯახის მომავალს ეხება.

ქალწული
მართალია, გარემო პირობებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ, მაგრამ ჩვეულებაზე უარს ნუ იტყვით. დღეს მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, შეგეხმიანებიან გავლენიანი ადამიანები. კარგი დღეა სწავლისა და მიმოწერისთვის.

სასწორი
შეხვედრების, მოლაპარაკებების (საიდუმლოც კი) დღეა. ჩამოწერეთ ყველა შესასრულებელი საქმის სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ზოგიერთს მუშაობისთვის განმარტოება დასჭირდება. თუმცა, კულისებში დარჩენილმაც კი, აკონტროლეთ რა ხდება სცენაზე.

მორიელი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, სამედიცინო დოკუმენტებში გასარკვევად. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მობილიზებული. განსაკუთრებით, თუ უცხო გარემოში მოგიწიათ მუშაობამ. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. საჭირო დეტალებს შეიძლება მათ მიგახვედრონ.

მშვილდოსანი
იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებული დეტალებისადმი. კარგი დღე ელით მედიკოს, იურისტ და მეცნიერ ნიშნებს. შეიძლება გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა ან საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობა დაგჭირდეთ.

თხის რქა
ეცადეთ, დრო და ვალდებულებები ისე გადაანაწილოთ, რომ დასვენებაც მოახერხოთ. წარმატებული დღე გელით. განსაკუთრებით კონსულტანტ და შუამავალ ნიშნებს. თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება. შეიძლება საჭირბოროტო კამათში ჩაგითრიონ და სწორი გადაწყვეტილების გამოტანა თქვენ დაგავალონ.

მერწყული
თუ არ გსურთ, სერიოზული უსიამოვნებები შეგექმნათ, მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გამონახეთ დრო სამედიცინო შემოწმებისა და პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

თევზები
ინფორმაციის გაცვლის, მიმოწერისა და მივლინების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოიფიქრეთ რომანტიკული მიზეზი, განსაკუთრებით, თუ ის თქვენზე განაწყენებულია.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები