2 ოქტომბერს 14:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ დღს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ ვეუბნებით არას, თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ასე რომ, გელოდებით ყველას ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

საგარეო უწყება: დღეისთვის ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია

დავით მათიკაშვილი: ქონება არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში
