19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენას, 19-მა დეპუტატმა კი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას დაუჭირა მხარი.

საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა ასევე “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრი.

საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად 50%+1 ხმა იყო საჭირო, ანუ სულ 15 ხმა იყო საჭირო.
საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები იმყოფებიან.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე არ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ვითარება რამდენიმე თვის წინ დაიძაბა.  ქალაქის მერის და სამსახურების უფროსების ხელფასების გაზრდის საკითხს თებერვალში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. დეპუტატების ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების საკითხი დააყენა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები