18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა

18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა

18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ანატოლი ბიბილოვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის თხოვნით შეიწყალა.

სააგენტო სპუტნიკის ცნობით, რაულ ხაჯინბამ ანატოლი ბიბილოვს საქართველოს მოქალაქეს გადაცემის მოთხოვნით იმ მიზნით მიმართა, რომ შემდგომ გიორგი გიუნაშვილი ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაეცვალა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გიორგი გიუნაშვილი ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.

გორის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილებოდა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე ერგნეთში.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები