17 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ხელვაჩაურში თვითდაზიანება მიიყენა, კონტაქტურია

17 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ხელვაჩაურში თვითდაზიანება მიიყენა, კონტაქტურია

17 წლის ახალგაზრდას, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ხელვაჩაურში თვითდაზიანება მიიყენა, დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ, – ამის შესახებ კლინიკა “მედინას” ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი კონტაქტურია და მკურნალობის დინამიკა დადებითად ხასიათდება.
“პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება. რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადავიყვანთ და შემდგომი მკურნალობა პალატაში გაგრძელდება. პაციენტი უკეთ გრძნობს თავს, კონტაქტურია”, – აცხადებენ კლინიკა “მედინაში”.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს უკავშირებენ.
მათი თქმით, მოზარდს ხელზე ნაკაწრები ჰქონდა. კლინიკა “მედინაში” მოთავსებულ ახალგაზრდას სახის არეში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები