16 მარტის ამინდის პროგნოზი

16 მარტის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები 16 მარტს ქუთაისში უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები 24 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +23 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. მცირედ ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გორში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ასევე თოვლია ნავარაუდები ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +13 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4-მდე დაიწევს.

რუსთავში მცირე ნალექი და ქარია მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი. თბილისშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები