15 სექტემბერი, მთვარის მეშვიდე დღე

15 სექტემბერი, მთვარის მეშვიდე დღე

შაბათი, მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს
ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.
ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ.
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად.
უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ან ორატორი იქნება ან ჭორიკანა.
ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში.
თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: მარჯანი, საფირონი.
დღის გაფრთხილება: არ მიირთვათ კვერცხი და ქათმის ხორცი. მოერიდეთ ქაღალდების დახევას, ჭურჭლის გატეხვას.

მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:53
მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 4:45

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მშვილდოსანში
გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები