15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას წარადგენს.

15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას წარადგენს.

15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას წარადგენს.
შესაბამისი განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით წინა არჩევნებზე 74 000 ხელმოწერა შეგროვდა, მათ შორის პატიმრებიდან და მათი ოჯახებიდან, თუმცა მაშინ პარლამენტმა სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილი აირჩია.
“ნანუაშვილმა თავი დაგვამახსოვრა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიზნეობრივი, ეკლესიის საწინააღმდეგო საქმიანობით. მაგალითად, ის საქართველოს მთავრობას სთხოვდა დაეფინანსებინა სქესის შეცვლის ოპერაციები, ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ექსკურსიებზე წასულ ბავშვებს ტაძრებში სანთელი არ დაენთოთ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძის საქმიანობა ყოველთვის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და ასე გაგრძელდება სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაშიც.
„დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდი ხანია იცავს ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ზნეობას, პატიმრებს. ონლაინ პეტიციით დიმიტრი ლორთქიფანიძეს ათასობით ადამიანი აძლევს ხმას, როცა ნინო ლომჯარიას ხმას აძლევენ ერთი მუჭა ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ უცხოურ აგენტურას, ფინანსდებიან უცხოეთიდან.
შეიძლება ლომჯარიას კანდიდატურას აშშ-ს ელჩი უჭერს მხარს, მაგრამ მას მხარს არ უჭერს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2017 წლის დეკემბერში ეწურება. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობოები პარლამენტს შესაბამისი განცხადებითა და ხელმოწერებით დღეს მიმართავენ.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოეტი რეზო ამაშუკელი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ენა, მამული, საზოგადოების“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და სხვები. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილი

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები