15 იანვარი, მთვარის ოცდამერვე დღე

15 იანვარი, მთვარის ოცდამერვე დღე

ორშაბათი, მთვარე გადის თხის რქის ზოდიაქოს
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება.
კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის.
შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან.
კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა.
თმის შეჭრა უფრო მეტად გაგალამაზებთ.
მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებს, მაგრამ საკმაოდ ზარმაციც იქნება.
ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქვამარინი, ამეთვისტო.

მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 7:26

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე თხის რქაში
გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან (განსაკუთრებით ძაღლთან) კონტაქტი.
კარგია სუნთქვითი ვარჯიშები.
მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები