15-16 ნოემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალოუსიო ნუნეს ფერეირა ეწვევა.
15-16 ნოემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალოუსიო ნუნეს ფერეირა ეწვევა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრაზილიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილული იქნება სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ, ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას და გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში ალოუსიო ნუნეს ფერეირა პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
აღსანიშნავია, რომ ალოუსიო ნუნეს ფერეირა, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სენატორის რანგში (სან პაულოს შტატი) აქტიურად მუშაობდა ბრაზილია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.
მსგავსი სიახლეები

კარლჰაინც კოპფი ქართველი დეპუტატების სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის ავსტრიაში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, უნიკალური მოდელი წარვადგინეთ, დეტალებზე მსჯელობისა და კამათისთვის ერთი კვირა გვაქვს

“მე შემრცხვა ნაცმოძრაობის წევრების ნაცვლად, იხტიბარს რომ არ იტეხენ და ამ საზიზღრობის “გაპრავებას” ცდილობენ”

საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა
