14 წლამდე მოზარდის საქციელი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე-ნათია მეზვრიშვილი

14 წლამდე მოზარდის საქციელი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე-ნათია მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტების გაზრდის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ 14 წლამდე პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა შესთავაზონ ის სერვისი, რომელიც ახლა არსებობს, მაგრამ დასახვეწია. ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობის პროცესში, ორი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

“პირველ რიგში, მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიკაცია. გამოვკვეთეთ ის სკოლები, რომლებიც შედარებით მეტი რისკის მატარებლები იყვნენ. გავაძლიერეთ საპატრულო პოლიცია და სკოლას შორის კოორდინაცია. კონკრეტულად ახლა, იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შევთავაზეთ ის სერვისები, რომელიც ახლა არსებობს და რომელიც თავის მხრივ დასახვეწია.

ერთი – მანდატურის რეფორმაზე განათლების სამინისტროსთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რაც სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად და მეორე – იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმების დახვეწაზე. უახლოეს დღეებში ეს საბჭოც შეიკრიბება და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ ნაწილში აქტიურ ფაზაში გადავალთ. საუბარია იმაზე, რომ არ მუშაობს დღეს ეს სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რაც გვაქვს და ასევე ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე იმისთვის, რომ 14 წლამდე მოზარდის საქციელი, როცა დანაშაულს ჩაიდენს, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ერთის მხრივ, მოხდეს მისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენცია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები