14 აპრილის დილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

14 აპრილის დილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

14 აპრილის დილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს დასავლეთ საქართველოში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14-16 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს +14, +16, ხოლო 14-16 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები