13 ივნისის სტიქიიდან დღეს 3 წელი გავიდა.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 3 წელი გავიდა.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 3 წელი გავიდა. დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით ოჯახის წევრებმა, სასულლიერო პირებმა და თბილისის მთავრობამ შეამკო. იქ მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

13 ივნისის მემორიალთან პარაკლისიც ჩატარდა.

21 დაღუპული, ორი დაკარგული და ასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები