„112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში, გაჩნდა ხანძარი.

„112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში, გაჩნდა ხანძარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში, გაჩნდა ხანძარი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია.
მომხდარის შედეგად, დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები