11 ნოემბერს, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი “ძმები ზაპაშნები“, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით UFO ეწვევა.
11 ნოემბერს, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი “ძმები ზაპაშნები“, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით UFO ეწვევა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კოსმიური ხომალდის, ლაზერული ვიდეო და აუდიო ეფექტებით გაფორმებული საცირკო წარმოდგენისა და უდიდესი შესაძლებლობების მქონე აკრობატების ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით ექნება შესაძლებელი. საერთაშორისო კომპანია “ტრიდას” დამფუძნებლის, ლილია ბერეჟნაიას განცხადებით, ეს იქნება გრანდიოზული შოუ, რომელის მსგავსი მაყურებელს ჯერ არ უნახავს. მისივე თქმით, მისტიურ შოუში 90 არტისტი მონაწილეობს და სიუჟეტი კოსმოსურ თეფშზე ვითარდება. “უცხო პლანეტელების მიერ დედამიწიდან გატაცებული უნებლიე სტუმარი შორეული გალაქტიკის მცხოვრებლების გარემოცვაში მოხვდება. ეცნობა უცხო-პლანეტელთა ინტელექტს, ცივილიზაციას და აღმოაჩენს ჩვენი სამყაროს აქამდე უცნობ თვისებებს. მაყურებელს ელოდება შთამბეჭდავი საცირკო შოუ, რომლის განმავლობაში სპორტის სასახლის თაღქვეშ იფრენენ ფანტასტიური კოსმოსური ხომალდები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. მაყურებელი შეხვდება ზღაპრულ არსებებს, იხილავს საცირკო ნომრებს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარზე, აკრობატების, გიმნასტების, ჟონგლიორების და კლოუნების შესრულებით”, – განაცხადა ლილია ბერეჟნაიამ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შოუში გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე ლაზერული, ვიდეო და აუდიო ეფექტები, რომლებიც “სხვა სამყაროს” და არამიწიერი სილამაზის ეფექტებს შთამბეჭდავ, სივრცულ აღქმას ქმნიან. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ამ ღონისძიებიშთვის დასს ექსკლუზიური დეკორაცია და უახლესი ტექნოლოგიის ლაზერული – ვიდეო და აუდიო განათება ჩამოაქვს. ცნობისთვის, “ძმები ზაპაშნების” ცირკი საქართველოში ბაქოდან ჩამოვა და ტურნე თურქეთში გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები

“დამატებითი სტრესები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, არის რაციონალური, ოპტიმალური გადაწყვეტილება, პროექტი და ამას ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს”-ვოლსკი

მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.

„ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ, რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა“

მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი,საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
