11 დეკემბერს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

11 დეკემბერს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, 2017 წლის 11 დეკემბერს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები