10 წლის ბავშვი, რომელსაც ტვინის მეექვსედი ამოაჭრეს, ნორმალურ განვითარებას აგრძელებს

10 წლის ბავშვი, რომელსაც ტვინის მეექვსედი ამოაჭრეს, ნორმალურ განვითარებას აგრძელებს

აშშ-ში, 10 წლის ბიჭი თანატოლების მსგავსად განაგრძობს განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ მას 4 წლის წინ  ტვინის მეექვსედი ამოაჭრეს. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალმა, Cell Reports-მა ბავშვის სრული გამოკვლევის დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ბიჭს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ის მუდმივად კრუნჩხვებში ვარდებოდა და ძლიერ ტკივილებს განიცდიდა. ოპერაციისას, ექიმების თქმით, მას ტვინის ის ნაწილი ამოკვეთეს, რომელიც ადამიანის განვითარებაზეა „პასუხისმგებელი“.

რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა კი, ექიმები გააოცა. ბავშვი ფიზიკურადაც და გონებრივადაც, ყველანაირი გართულების გარეშე ვითარდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები