10 მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, გზების, ხიდების სპორტისა და კულტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს მოიცავს. მსგავსმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეგიონის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას .
1. დევნილი ოჯახებისთვის 2 საცხოვრებელი კორპუსი მცხეთაში – ბინებით 120 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. პროექტის ღირებულება 5.5 მლნ ლარია.
2. ცენტრალური სკვერი დუშეთში – პროექის ღირებულებამ 2.7 მლნ ლარი შეადგინა.
3. სოფელ ჟებოტის მრავალფუნქციური შენობა – პროექტის ღირებულება 189 998 ლარია.
4. ზარიძეები-ჯიჯეთის დამაკავშირებელი 1800 მეტრიანი გზა – პროექტის ჯამური ღირებულება 698 000 ლარს შეადგენს.
5. ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა და ხიდი – გზა 10 კმ-ს შეადგენს. პროექტის საერთო ინვესტიცია 8 562 700ლარია.
6. გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩოხში – პროექტის ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.
7. საბავშვო ბაღი მუხრანში – სააღმზრდელო დაწესებულება 6 ჯგუფზეა გათვლილი და მისი ჯამური ღირებულება 1 600 000 ლარს აჭარბებს.
8. 3 სკოლა-პანსიონი დუშეთში – სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს.
9. კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა – პროექტის ფარგლებში 111 გონდოლიანი 3 საბაგირო აშენდა, რომელიც საათში 2800 მგზავრის მომსახურება შეუძლია. პროექტი სულ 81 000 000 ლარი დაჯდა.
10. სპორტულ კომპლექსი დაბა სტეფანწმინდაში- პროექტის ღირებულებამ 1 442 761 ლარი შეადგინა.
მსგავსი სიახლეები
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის მუზეუმი რუსეთის მიერ დადასტურებული საქართველოს რუკებით დაკომპლექტდება
