1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები